Tuesday, July 9, 2013

თერჯოლა

თერჯოლა - ქალაქი იმერეთის მხარეში, თერჯოლის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან170 მ სიმაღლეზე. ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 14 კმ, თბილისისდან 198 კმ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. მოსახლეობა 5,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, სპორტის სასახლე. თერჯოლაში არისთერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის რეზიდენცია.